გიორგი გიორგაძე ( ასოცირებული პროფესორი)
არქიტექტორი, მკვლევარი;
მიმართულება: არქიტექტურა და მშენებლობა;
საპროექტო-კვლევითი ბიუროს ხელმძღვანელი, EEU
გიორგი გიორგაძე არის აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის არქიტექტურის საპროექტო-კვლევითი ბიუროს ხელმძღვანელი. მას აქვს პროფესიული და პედაგოგიური საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება. არის წინასაპროექტო ქალაქ გეგმარებითი კვლევების და საინვესტიციო-გეგმარებითი ინოვაციების ბიუროს „არქიმედია“ დამფუძნებელი. სხვადასხვა წლებში საქმიანობდა სსიპ ტექნოლოგიური განვითარების ფონდში, საქართველოს არქიტექტორთა კავშირში, თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურში, ახორციელებდა საექსპერტო და საკონსულტაციო საქმიანობას ადგილობრივ და საერთაშორისო არქიტექტურულ პროექტებში.
გიორგი გიორგაძე არის 20-მდე არქიტექტორული პროექტის ავტორი, არაერთი საერთაშორისო და ადგილობრივი კონფერენციების მონაწილე და მომხსენებელი. სამეცნიერო ნაშრომების ავტორი, ასევე, სემინარების, კვლევითი პროექტების, გაცვლითი პროგრამების მონაწილე და კოორდინატორი. სხვადასხვა წლებში აქტიურად თანამშრომლობდა საერთაშორისო ორგანიზაციებთან, იყო არაერთი საერთაშორისო პროგრამის და პროექტის ავტორი. არის ,,თბილისზე მზრუნველის” საპატიო წოდების მფლობელი. მრავალი საერთაშორისო გამოფენის მონაწილე, მათ შორის იტალიაში, კვიპროსსა და ბულგარეთში.