გივი დუჩიძე (ასოცირებული პროფესორი)
ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი;
მიმართულება: ბიზნესის ადმინისტრირება;
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, დაფინანსებული პროექტების განყოფილების უფროსი
გივი დუჩიძე არის ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საბურთალოს გამგეობის თანადაფინანსებული პროექტების განყოფილების უფროსი. მას აქვს მრავალწლიანი პედაგოგიური და პროფესიული საქმიანობის გამოცდილება. სხვდასხვა წლებში ის იკავებდა საჯარო მოხელის სხვადასხვა თანამდებობებს საქართველოს სახელმწიფო ანტიმონოპოლიურ სამსახურში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობაში, საგარეჯოს რაიონის საკრებულოში. პედაგოგიურ საქმიანობას ეწევა 1999 წლიდან. ფლობს საქართველოს საარჩვენო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატს.
გივი დუჩიძე ეწევა სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას, არის ერთი სახელმძღვანელოსა და ხუთი სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) სამეცნიერო საგრანტო პროექტის მონაწილე, არაერთი სამეცნიერო სემინარის, ვორშკოპის მონაწილე. აქტიურად იყო ჩართული პროფესიული განვითარების ადგილობრივ და საერთაშორისო პროგრამებში, ფლობს სერტიფიკატს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის – ადვოკატთა საერთო სპეციალობით, ასევე სერტიფიკატს კომუნიკაციის ფსიქოლოგიაში.