იოსებ მამუკელაშვილი ( პროფესორი)
ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი
სპეციალიზაცია: ფინანსები
იოსებ მამუკელაშვილი არის ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის აფილირებული პროფესორი. მას აქვს მრავალწლიანი პროფესიული გამოცდილება.
2020 წლიდან დღემდე ის მუშაობს სს „საქართველოს განვითარების ფონდის“ ფინანსური დეპარტამენტის დირექტორის პოზიციაზე. 2026 წლის მაისიდან არის სს „საქართველოს განვითარების ფონდის“ დირექტორის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი. 2011-2012 წლებში მუშაობდა საერთაშორისო აუდიტორული კომპანია “Ernst & Young”-ში აუდიტორის პოზიციაზე.
იოსებ მამუკელაშვილი იყო სამშენებლო მასალების საწარმოს, სს „პანექსის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, ასევე შპს „კლინიკების განვითარების კომპანია“-ის ფინანსური მენეჯერი. 2015–2016 წლებში მუშაობდა საავიაციო ნაწილების საწარმოს, სს „აერო-სტრუქტურების ტექნოლოგიების (ციკლონი)“ (ATC) ფინანსურ დირექტორად. 2023 წლის მარტიდან კი ამავე კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს წევრია.
იოსებს აქვს რენდოლფ-მეიკონის კოლეჯის ბაკალავრის ხარისხი (Randolph-Macon College, ვირჯინია, აშშ) ფინანსური აღრიცხვისა და ეკონომიკის მიმართულებით და ვირჯინიის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის მაგისტრის ხარისხი (The University of Virginia, აშშ) ფინანსური აღრიცხვისა და აუდიტის მიმართულებით. 2018 წელს წარჩინებით დაიცვა სადოქტორო დისერტაცია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და მიენიჭა ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორის ხარისხი.
იოსებ მამუკელაშვილი არის არაერთი კონფერენციისა და პროექტის მონაწილე, ასევე პუბლიკაციების ავტორი.
![]()


