ირინე ბოხაშვილი (ასოცირებული პროფესორი)
სამართლის დოქტორი;
მიმართულება: სისხლის სამართალი;
უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წევრი
ირინე ბოხაშვილი არის უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წევრი. აქვს მრავალწლიანი პედაგოგიური და პროფესიული საქმიანობის გამოცდილება. გასულ წლებში იყო იურიდიული დახმარების სამსახურის მცხეთა-მთიანეთის ბიუროს უფროსი. 2011-2012 წლებში იყო სამეცნიერო-კვლევითი პროგრამა „Fulbright”-ის სტიპენდიანტი (ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტი, აშშ).
ირინე ბოხაშვილი აქტიურად ეწევა სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას. არის 10-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის, მონოგრაფიის, სტატიის, სამეცნიერო თარგმანის ავტორი და თანაავტორი. არის 50-ზე მეტი კონფერენციის, საერთაშორისო სემინარის და პროფესიული განვითარების ტრენინგის მონაწილე.