კახი კახაია (ასოცირებული პროფესორი)
ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი;
კახი კახაიას აქვს მრავალწლიანი პედაგოგიური და პროფესიული საქმიანობის გამოცდილება. გასულ წლებში მუშაობდა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თეორიული მექანიკის კათედრაზე, ლაბორანტის, ასისტენტის და შემდეგ დოცენტის აკადემიურ თანამდებობებზე; ამავე უნივერსიტეტში დოქტორის ხარისხის მინიჭების შემდეგ წარმატებით დაასრულა მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლების ფაკულტეტის-გამოთვლითი და მიკროპროცესული ტექნიკისა და თეორიული მექანიკის პროგრამები (1986-1993), ასევე, იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აბიტურიენტთა მოსამზადებელი ცენტრის ხელმძღვანელი.
კახი კახაია ეწევა სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას, არის რამდენიმე სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი, სამეცნიერო კონფერენციებისა და სემინარების მონაწილე.