ხათუნა ნადიბაიძე (ასისტენტ-პროფესორი)
სამართლის პროგრამის დოქტორანტი;
მიმართულება: სისხლის სამართალი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე
ხათუნა ნადიბაიძე არის აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სამართლის საგანმანათლებლო პროგრამის დოქტორანტი. მას აქვს პროფესიული საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება. 2009 წლიდან დღემდე არის ბოლნისის რაიონული სასამართლოს მოსამართლე, ხოლო 2019 წლიდან იკავებს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლის თანამდებობას. გასულ წლებში იყო სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის რაიონული სასამართლოს მოსამართლე, ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორი, მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორი.
ხათუნა ნადიბაიძე ახორციელებს პედაგოგიურ საქმიანობას. აქტიურად არის ჩართული პროფესიული განვითარების პროგრამებში.