კლუბის მიზანია მრავალფეროვანი აქტივობებითა და ღონისძიებებით დაეხმაროს სტუდენტებს/კურსდამთავრებულებს, საკუთარი ინტერესებისა და უნარების რეალიზებაში, მოამზადოს კარიერული წარმატებისთვის და გაუჩნდეთ უნივერსიტეტის მიმართ დადებითი ემოციები და ლოიალობა. კლუბის შექმნის ძირითად პრიორიტეტულ მიმართულებებს წარმოადგენს:
- სტუდენტებში იდეების გენერირების სტიმულირება, მათი ინტერესების გამოკვეთა და მათ დახვეწა-განხორციელებაში მხარდაჭერა;
- სტუდენტთა ექსტრაკურიკულურ აქტივობებში ჩართულობის გაზრდა;
- სტუდენტური პროექტების მხარდაჭერა და უკუკავშირი;
- სტუდენტთა შორის ურთიერთობების განვითარება და აქტიური სოციალური ცხოვრება, საუნივერსიტეტო გარემოში სტუდენტა ინტეგრაციის ხელშეწყობა;
- კონფერენციების ორგანიზება და სამეცნიერო საქმიანობის პოპულარიზაცია ახალგაზრდებში;
- უცხოურ სტუდენტურ ორგანიზაციებთან კავშირი საკლუბო დონეზე (მაგ. სამეცნიერო).


