ლონდა თოლორაია (ასისტენტ- პროფესორი)
სამართლის დოქტორი;
მიმართულება: სისხლის სამართალი;
სახელმწიფო ინსპექტორი
ლონდა თოლორაია 2019 წლიდან დღემდე იკავებს სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობას. წლების განმავლობაში ეწევა პროფესიულ და პედაგოგიურ საქმიანობას. გასულ წლებში იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის დირექტორი.
ლონდა თოლორაია აქტიურად ეწევა სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას. გამოქვეყნებული აქვს გამოძიების მეთოდოლოგიის სახელმძღვანელო ,,სისხლის სამართლის საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებების დეტალური აღწერა”. მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ საერთაშორისო და ადგილობრივ კონფერენციაში, ვორკშოპსა და სემინარში, 2013 წელს წარმატებით ჩააბარა მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციით, არის სერტიფიცირებული ადვოკატი.