გიორგი მირიანაშვილი (პროფესორი)
სამართლის დოქტორი
მიმართულება: საჯარო სამართალი
შპს მონაცემთა დაცვის ოფიცრის დირექტორი
გიორგი მირიანაშვილი არის სამართლის დოქტორი, საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციის დამფუძნებელი და თავმჯდომარე.
პროფესიული გამოცდილების თვალსაზრისით, მას აქვს მრავალწლიანი გამოცდილება იურიდიულ სფეროში. გიორგი იყო სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს წევრი, უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის ექსპერტი სამართალსა და საჯარო მმართველობაში, ასევე — საჯარო მოხელის პროფესიული განვითარების პროგრამის აკრედიტაციის საბჭოს თავმჯდომარე.
გიორგი მირიანაშვილი არის არაერთი სამეცნიერო ნაშრომის, სახელმძღვანელოს, მონოგრაფიისა და სამეცნიერო სტატიის ავტორი. აქტიურად ეწევა კვლევით საქმიანობას. არის არაერთი ადგილობრივი და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მონაწილე და მომხსენებელი. აქტიურად არის ჩართული პროფესიული განვითარების პროგრამებში და გავლილი აქვს კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგ-კურსები პროფესიული მიმართულებით.
გიორგი არის სხვადასხვა ორგანიზაციის წევრი როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო დონეზე. არის ევროპის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციის წევრი. ასევე ახალგაზრდა დოქტორთა კლუბის დამფუძნებელი და წევრი, ასევე შეუერთდა საჯარო სამართლის საერთაშორისო საზოგადოებას (ICON•S) და მსოფლიო იურისტთა ასოციაციას (WJA), სადაც დღემდე აგრძელებს აქტიურ საქმიანობას.
![]()


