ნინო ზავრაშვილი (ასისტენტ-პროფესორი)
ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი
მიმართულება: მენეჯმენტი და ადმინისტრირება
ნინო ზავრაშვილი არის აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი, ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი და ვაგენინგენის უნივერსიტეტის (ნიდერლანდები) სოციალურ მეცნიერებათა მაგისტრი.
მას აქვს მარკეტინგის მიმართულებით პროფესიული და პედაგოგიური საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება. მუშაობდა მარკეტოლოგის პოზიციაზე სხვადასხვა კერძო კომპანიაში, 2017 წლიდან კი აქტიურად ეწევა საგანმანათლებლო საქმიანობას. ამჟამად, აკადემიურ თანამდებობასთან ერთად, გახლავთ უნივერსიტეტის ბიზნესისა და ინჟინერიის ფაკულტეტის კოორდინატორი.
ნინო ზავრაშვილი არის არაერთი სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი და თანაავტორი. ასევე, ადგილობრივი და საერთაშორისო კონფერენციების მონაწილე.