ნინო ლეთანძე (ასისტენტ-პროფესორი) 
ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი;
მიმართულება: ბიზნესის ადმინისტრირება, ტურიზმი
ნინო ლეთანძე არის ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი. აქტიურად ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას, მისი სწავლების სფეროა: ტურიზმის საფუძვლები, საერთაშორისო ტურიზმი, საქართველოს რეკრეაციული რესურსები, სასტუმრო საქმის მართვა და სხვა. არის სამეცნიერო ნაშრომების ავტორი, მათ შორის ერთი მონოგრაფიის. მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში.
ნინო ლეთანძის კვლევის სფეროა ტურიზმის ფინანსური და ეკოლოგიური უსაფრთხოების საკითხები. იგი განაგრძობს კვლევებს, რომლებიც ეფუძნება ტურიზმის ეკონომიკურ და ეკოლოგიურ გავლენას საქართველოს რეგიონებზე.