ნინო ლომიძე (ასოცირებული პროფესორი)
ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი;
მიმართულება: ბიზნეს ადმინისტრირება;
ნინო ლომიძე აქტიურად ეწევა პედაგოგიურ და პროფესიულ საქმიანობას. მას აქვს უმაღლეს საგანმანათლებლო სფეროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აკადემიური და ადმინისტრაციული მიმართულებებით. ასევე, კერძო სექტორში მუშაობის გამოცდილება აღრიცხვის და ფინანსების მიმართულებით. სხვადასხვა დროს თანამშრომლობდა წამყვან უნივერსიტეტებთან. უძღვებოდა სალექციო კურსებს ფინანსური და მმართველობითი აღრიცხვის მიმართულებით. ასევე, ხელმძღვანელობდა ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებს. ამასთან ერთად, ეწეოდა ბიზნეს-საკონსულტაციო საქმიანობას აღრიცხვის წარმოების, ფინანსების დაგეგმვის და მართვის კუთხით. ფლობს ეკონომიკის მაგისტრისა და ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორის აკადემიურ ხარისხებს.
ნინო ლომიძე აქტიურად ეწევა სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას, არის 15 სამეცნიერო პუბლიკაციის, ერთი დამხმარე სახელმძღვანელოსა და ერთი მონოგრაფიის ავტორი, ამავე დროს, არის 10-ზე მეტი ადგილობრივი და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის, სემინარისა და ვორკშოპის მომხსენებელი და მონაწილე. მიღებული აქვს მონაწილეობა არაერთ პროფესიული განვითრების ტრენინგსა და სემინარში.