ნინო ქაშაკაშვილი (ასისტენტი)
სამართლის პროგრამის დოქტორანტი
მიმართულება: საკონსტიტუციო სამართალი
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) იურისტი
ნინო ქაშაკაშვილი არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტი. 2017 წლიდან დღემდე იკავებს „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტის” (EMC) იურისტის თანამდებობას. იგი არის ფრიდრიხ შილერის სახელობის იენის უნივერსიტეტის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პროგრამისა და ვიადინას ევროპული უნივერსიტეტის „ერასმუს+“ პროგრამის კვლევითი გრანტის მფლობელი. ასევე, არის არაერთი საერთაშორისო კონფერენციის, სემინარის მონაწილე და მომხსენებელი, კვლევითი პროექტის თანაავტორი. იყო მოწვეული სპეციალისტი სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში. 2013 წლიდან ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას და აქტიურად არის ჩართული პროფესიული განვითარების პროგრამებში.