ნონა გელიტაშვილი (პროფესორი)
ეკონომიკის დოქტორი
მიმართულება: ბიზნესის ადმინისტრირება
ნონა გელიტაშვილი არის ეკონომიკის დოქტორი. მრავალი წლის განმავლობაში ეწევა აქტიურ სამეცნიერო, პედაგოგიურ და ადმინისტრაციულ საქმიანობას. აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო სამეცნიერო პროექტებში, საგრანტო პროგრამებსა და საერთაშორისო კონფერენციებში. არის DAAD-ის კვლევითი სტიპენდიების, Erasmus+ აკადემიური მობილობისა და არაერთი საერთაშორისო სასწავლო და კვლევითი პროგრამის მონაწილე. მისი სამეცნიერო საქმიანობა ძირითადად უკავშირდება ევროკავშირთან ინტეგრაციის, ეკონომიკური პოლიტიკის, მიგრაციის, დიგიტალიზაციისა და მდგრადი განვითარების საკითხებს.
არის მრავალი საერთაშორისო და ადგილობრივი სამეცნიერო საბჭოსა და სარედაქციო კოლეგიის წევრი, მათ შორის საერთაშორისო სამეცნიერო რეცენზირებადი ჟურნალის „სამეცნიერო ბიულეტენი – ეკონომიკური მეცნიერებები“ (რუმინეთი) სამეცნიერო კომიტეტის მრჩეველთა საბჭოს წევრი, რომის კლუბის ხორვატიული ასოციაციის, ზაგრების უნივერსიტეტისა და დუბროვნიკის საუნივერსიტეტო ცენტრის საერთაშორისო სამეცნიერო პროგრამული კომიტეტის წევრი.
მისი მრავალწლიანი აკადემიური და სამეცნიერო საქმიანობა გამოირჩევა საერთაშორისო თანამშრომლობის, კვლევითი აქტივობისა და უმაღლესი განათლების განვითარების პროცესში მნიშვნელოვანი ჩართულობით, რაც მნიშვნელოვან წვლილს შეადგენს ეკონომიკის, მეცნიერებისა და საერთაშორისო აკადემიური თანამშრომლობის განვითარებაში.
![]()


