ნუნუ კვანტალიანი (პროფესორი)
სამართლის დოქტორი;
მიმართულება: კერძო სამართალი;
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი
ნუნუ კვანტალიანი არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი. აქვს მრავალწლიანი პედაგოგიური და პროფესიული საქმიანობის გამოცდილება კერძო სამართლის სფეროში. გასულ წლებში იყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე, თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლე, თბილისის დიდუბის რაიონის ადვოკატურაში, ადვოკატი.
ნუნუ კვანტალიანი აქტიურად ეწევა სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას, არის არაერთი სამეცნიერო ნაშრომის, წიგნის და სახელმძღვანელოს ავტორი, ასევე, სამოქალაქო კოდექსის კომენტარის ავტორი, საერთაშორისო და ადგილობრივი სამეცნიერო კონფერენციების მონაწილე და მომხსენებელი. არის 10-მდე სადოქტორო ნაშრომის ხელმძღვანელი და რეცენზენტი.