flagEng
flagGeo
+995 32 248 01 41
info@eeu.edu.ge
Facebook
YouTube
  • EEU-ს შესახებ
    • რატომ EEU?
    • რექტორის მისალმება
    • მისია და განვითარების გეგმა
    • მართვა
      • რექტორი
      • წარმომადგენლობითი საბჭო
      • ვიცე-რექტორები
      • ადმინისტრაცია
      • კომიტეტები
      • სტრუქტურა
    • ხარისხის უზრუნველყოფა
    • აკადემიური პერსონალი
    • ინფრასტრუქტურა
    • იურიდიული ცნობარი
    • ახალი ამბები
      • სიახლეები
      • ვაკანსიები
  • განათლება
    • ფაკულტეტები
      • იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა
      • განათლების მეცნიერებები
      • ბიზნესი და ინჟინერია
      • ჯანდაცვის მეცნიერებათა
    • პროგრამები
      • საბაკალავრო პროგრამები
      • სამაგისტრო პროგრამები
      • სადოქტორო პროგრამები
      • მასწავლებლის მომზადების პროგრამა
      • სასწავლო პროგრამების კატალოგი
    • უწყვეტი განათლება და სერვისები
    • აკადემიური უნარების განვითარების ცენტრი
    • მიღება
      • ბაკალავრიატი
      • მაგისტრატურა
      • დოქტორანტურა
      • სასერტიფიკატო
      • მობილობა
    • სემესტრული რეგისტრაცია
    • აკადემიური კალენდარი
    • გზამკვლევი
  • კვლევა
    • კვლევის სტრატეგია და ანგარიშები
    • სამეცნიერო კონფერენციები
    • გრანტები
      • მოზიდული გრანტები
      • შიდა საუნივერსიტეტო გრანტები
    • კვლევითი პროექტები
      • მიმდინარე
      • განხორციელებული
    • გამოცემები
    • სამეცნიერო ჟურნალი
    • კვლევითი ერთეულები
    • სადოქტორო კვლევები
      • სადოქტორო და უმაღლესი განათლების კვლევების განვითარების ცენტრი
      • დოქტორანტების ნაშრომები
      • დოქტორანტის გზამკვლევი
    • კვლევის ეთიკა
      • ეთიკის ნორმები და რეგულაციები
      • კვლევის ეთიკის კომიტეტი
    • სიახლეები
  • საერთაშორისო
    • ინტერნაციონალიზაცია
    • საერთაშორისო პარტნიორები
      • უნივერსიტეტები
      • ორგანიზაციები
    • გაცვლითი პროგრამები
    • სიახლეები
    • საერთაშორისო სტუდენტებისთვის
      • პროგრამები
      • სერვისები
      • Covid – 19
    • საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტი
  • ბიბლიოთეკა
    • ბიბლიოთეკის შესახებ
    • ელექტრონული კატალოგი
    • ელექტრონული რესურსები
      • საერთაშორისო მონაცემთა ბაზები
      • ინტერნეტ რესურსები
  • სტუდენტური ცხოვრება
    • სტუდენტური თვითმმართველობა
    • კლუბები
    • ომბუდსმენის ოფისი
    • დასაქმება
    • დაზღვევა
    • სპორტი
    • კურსდამთავრებულები
    • გალერეა
      • ფოტო
      • ვიდეო
  • კონტაქტი

ჩვენი გუნდი

მარინე ჩაგელიშვილი (უფროსი)
ნათია გეგელაშვილი (მენტორი)
გიორგი თათანაშვილი (მენტორი)
ეკატერინე ბენიაშვილი (მენტორი)
ელენე ზურაბიშვილი (მენტორი)
მარინე ჩაგელიშვილი (უფროსი)
მარინე ჩაგელიშვილი-ურუმაშვილი არის აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის განათლების დეპარტამენტის ქვესტრუქტურული ერთეულის –  ენებისა და აკადემიური უნარების განვითარების ცენტრის უფროსი. იგი პასუხისმგებელია ცენტრის საქმიანობის ეფექტიანად წარმართვაზე.

მარინე ჩაგელიშვილ-ურუმაშვილ არის EEU-ს აფილირებული პროფესორი, პედაგოგიურ მეცნიერებათა დოქტორი. მას გააჩნია პედაგოგიურ სფეროში მოღვაწეობის 30-წლიანი გამოცდილება. გასულ წლებში იყო  პედაგოგთა დახელოვნების და გადამზადების რესპუბლიკური ინსტიტუტის უფროსი მეთოდისტი და უცხოური ენების სწავლების მეთოდიკის კათედრის პროგრამის ხელმძღვანელი. ამავე დროს არის  ზოგადი, ბიზნეს და იურიდიული ინგლისური ენის პედაგოგი, CELTA–ს პროგრამის მონაწილე (ინგლისი) და სერტიფიცირებული ხარისხის მფლობელი, ტრენერი პროექტში „წერისა და კითხვის სწავლება  კრიტიკული აზროვნების განვითარებისათვის“

მარინე ჩაგელიშვილი-ურუმაშვილი აქტიურად ეწევა სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას. არის მასწავლებელთა გადამზადების პროგრამის ავტორი (ინგლისური ენის სწავლების  უახლესი მეთოდები და მიდგომები), 10-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, არაერთი საერთაშორისო და ადგილობრივი კონფერენციის, სემინარის, ვორკშოპის მონაწილე და მომხსენებელი,

ნათია გეგელაშვილი (მენტორი)

ნათია გეგელაშვილი არის EEU-ს განათლების მეცნიერებების ინგლისურენოვანი პროგრამის დოქტორანტი, სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის კოორდინატორი და მოწვეული ლექტორი.

ნათია გეგელაშვილმა 2012 წელს დაამთავრა გერმანიის ქ. მაინცის იოჰანეს გუტენბერგის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (ძირითადი მიმართულება: კომუნიკაციის კვლევები, დამატებითი მიმართულება: სოციოლოგია). 2016 წელს მან მოიპოვა ამავე უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხი კომუნიკაციის კვლევების განხრით.

სტუდენტობის პერიოდში ნათია გეგელაშვილი აქტიურად თანამშრომლობდა ქ. ფრანკფურტში მდებარე ბიზნესის განვითარებისა და ხელშეწყობის ცენტრთან და ჩართული იყო კომპანიის მომსახურების ხარისხის კვლევასა და კომპანიის ხარისხის მენეჯმენტის სისტემის აქტუალიზების პროცესებში.

2014 წლიდან 2022 წლამდე ნათია გეგელაშვილი გერმანიის ქ. ვისბადენში მდებარე სოციალურ და ბაზრის კვლევის ინსტიტუტში (IFAK Institut für Markt- und Sozialforschung) იკავებდა კვლევითი პროექტების მენეჯერის თანამდებობას და წლების მანძილზე ახორციელებდა როგორც გერმანიის, ასევე, საერთაშორისო სამედიცინო და სამომხმარებლო ბაზრის კვლევებს.

გარდა ამისა, ნათია გეგელაშვილი არის საერთაშორისო მიგრაციის და განვითარების ცენტრის (CIM/GIZ) გლობალური პროგრამის „მიგრაცია და დიასპორა“ სტიპენდიანტი და შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდის დოქტორანტთა 2023 წლის კონკურსის გამარჯვებული. იგი ასევე ფლობს გერმანიის ქართული სათვისტომოს საპატიო სიგელს სწავლაში მიღწეული მაღალი შედეგებისთვის.

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში ნათია გეგელაშვილი არის არაერთი საერთაშორისო და ადგილობრივი კონფერენციის, სემინარის, ვორკშოპის მონაწილე, სტატიის ავტორი და საორგანიზაციო კომიტეტის წევრი.

გიორგი თათანაშვილი (მენტორი)
გიორგი თათანაშვილი არის EEU-ს განათლების კვლევებისა და ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებული. ამჟამად აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში დასაქმებულია ჯანდაცვის მეცნიერებათა ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამების კოორდინატორის პოზიციაზე და მოწვეულია ენებისა და აკადემიური უნარების განვთარების ცენტრში მენტორად.  მას აქვს საერთაშორისო საგანმანათლებლო გაცვლით პროგრამაში ‘ერასმუს +’ მონაწილეობის გამოცდილება, რომლის ფარგლებშიც სწავლობდა ზემო ავსტრიის განათლების უნივერსიტეტში. გარდა ამისა, გიორგი თათანაშვილი იკავებს მოწვეული ლექტორის თანამდებობას ჯანდაცვის მეცნირებათა ფაკულტეტზე (EEU) და უძღვება სასწავლო კურსს სახელწოდებით: “აკადემიური სწავლის უნარები” მედიცინის ერთსაფეხურიან (ინგლისურენოვან) პროგრამაზე.
ეკატერინე ბენიაშვილი (მენტორი)
ეკატერინე ბენიაშვილი არის აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის განათლების კვლევებისა და ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებული.  ამჟამად აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში დასაქმებულია ჯანდაცვის მეცნიერებათა ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამების კოორდინატორის პოზიციაზე და მოწვეულია ენებისა და აკადემიური უნარების განვთარების ცენტრში მენტორად.  მას აქვს საერთაშორისო საგანმანათლებლო გაცვლით პროგრამაში ‘ერასმუს +’ მონაწილეობის გამოცდილება, რომლის ფარგლებშიც სწავლობდა ზემო ავსტრიის განათლების უნივერსიტეტში. გარდა ამისა, ეკატერინე ბენიაშვილი იკავებს მოწვეული ლექტორის თანამდებობას  და უძღვება სასწავლო კურსს სახელწოდებით: “აკადემიური სწავლის უნარები”
ელენე ზურაბიშვილი (მენტორი)
ელენე ზურაბიშვილი არის EEU-ს განათლების მეცნიერებების ინგლისურენოვანი სადოქტორო პროგრამის დოქტორანტი, ასისტენტ-პროფესორი და EEU-ს კლინიკური და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი. ამასთანავე 2019 წლიდან ეწევა კლინიკურ პრაქტიკას ექიმი ენდოკრინოლოგის სპეციალობით.

ელენე ზურაბიშვილი ფლობს დიპლომირებული მედიკოსის (თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი) და კლინიკური ენდოკრინოლოგის მაგისტრის (ლონდონის დედოფალ მერის უნივერსიტეტი) აკადემიურ ხარისხებს. გავლილი აქვს პროფესიული განვითარების არაერთი საერთაშორისო და ადგილობრივი ტრენინგი კლინიკური ენდოკრინოლოგიისა და  სამედიცინო განათლების მიმართულებით, მათ შორის ჯანდაცვის პროფესიების განათლების საერთაშორისო ასოციაციის (AMEE) კურსები სამედიცინო განათლების ფუნდამენტურ უნარებსა და სამედიცინო განათლების შეფასებაში. იგი არის შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების  საგრანტო კონკურსის გამარჯვებული. არის არაერთი საერთაშორისო და ადგილობრივი კონფერენციის, ვერქშოპისა და სემინარის მონაწილე და მომხსენებელი.

  • ცენტრის შესახებ – მიზანი, სერვისები
  • ჩვენი გუნდი
  • ტუტორიალები და პოდკასტები
  • ტრენინგ-კურსები, ვორქშოპები
  • სასწავლო მასალები, გზამკვლევები
  • კონტაქტი/კონსულტაციის დაჯავშნა

სწრაფი ბმულები

უწყვეტი განათლების ცენტრი

FAQs

პედაგოგის ბაზა - EEU-EL

სტუდენტის ბაზა EEU-EL

საერთაშორისო პარტნიორები

დასაქმება

ბიბლიოთეკა

კონტაქტი

კამპუსი 1: ქ. თბილისი, ი. ენუქიძის ქ. 6 (დავით აღმაშენებლის ხეივანი, ამერიკის საელჩოს მიმდებარედ)
კამპუსი 2: ქ. თბილისი, ტ. ფუტკარაძის ქ. 1
+995 32 248 01 41;
info@eeu.edu.ge
Email
Facebook
YouTube
© East European University