საერთაშორისი ურთიერთობების კურსდამთავრებული,
საჯარო მმართველობის მაგისტრანტი,
EEU-ს თვითმმართველობის პრეზიდენტი,
,,ახალგაზრდა საჯარო მოხელეთა აუდიტორია- ასმა”-ს წევრი.
მარიამ ლუკავა 2016-2020 წლებში სწავლობდა აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის (EEU) საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამაზე. 2020 წელიდან ჩააბარა სამაგისტრო გამოცდები და EEU-ში საჯარო მმართველობის სამაგისტრო პროგრამაზე განაგრძო სწავლა.
მარიამ ლუკავა სწავლის პერიოდში აქტიურად იყო ჩართული საუნივერსიტეტო სტუდენტურ ცხოვრებაში, მონაწილეობდა კონფერენციებში, ტრენინგ-კურსებში, ინტელექტუალურ შეჯიბრებებში, ბანაკებში, საგაზაფხულო სკოლებში (პროგრესული იდეების სკოლა) და სხვა სახის საჯარო ღონისძიებებში.
მარიამ ლუკავა პირველი კურსიდანვე თვითმმართველობის წევრი იყო და უკვე 2019 წელს, არჩევნების შედეგად, თავად გახდა პრეზიდენტი, რის შემდეგაც, კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთო საუნივერსიტეტო საქმიანობაში. სტუდენტებთან ერთად გეგმავს უამრავი ექსტრა-კულიკალურ და სხვა სახის ღონისძიებებს. ხშირად აორგანიზებს სტუდენტურ დებატებს, კინო-ჩვენებს, საჯარო ლექციებს და ა.შ. ასევე, დაარსა EEU Activity Club, რომელიც წამახალისებელ პროექტებს სთავაზობდა კლუბის წევრ სტუდენტებს.
გარდა ამისა, ამავე წელს გახდა ახალგაზრდა საჯარო მოხელეთა აუდიტორიის წევრი, რომელიც კარგ პრაქტიკულ გამოცდილებას იძლევა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მარიამი გახლდათ უნივერსიტეტის ერთ-ერთი სტუდენტი, რომელიც ჩართულო იყო covid-19-ის წინააღმდეგ შექმნილ მოხალისეობრივ პროგრამაშიც და ამ დაბრკოლების დასაძლევად საკუთარი წვლილი შეიტანა.
,,აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი ჩემთვის მეორე სახლია ,აქ გავატარე დაუვიწყარი სტუდენტური ცხოვრების 4 საუკეთესო წელი და ვაგრძელებ ახლა უკვე მაგისტრატურის საფეხურზე იმ შესაძლებლობების გამოყენებას, რაც ბაკალავრის პერიოდში მივიღე’’.