მიხეილ ქუმსიშვილი 2014-2017 წლებში სწავლობდა აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამაზე, ხოლო მისი დასრულების შემდეგ, ჩააბარა ამავე უნივერსიტეტის საჯარო მმართველობის სამაგისტრო პროგრამაზე. ორივე შემთხვევაში იგი სარგებლობდა ეროვნული გამოცდების შედეგად მიღებული 100 პროცენტიანი სასწავლო გრანტით
მიხეილ ქუმსიშვილი აქტიურად იყო ჩართული საუნივერსიტეტო ცხოვრებაში. ის მონაწილეობდა სხვადასხვა სტუდენტურ აქტივობებში, როგორიც იყო მაგალითად ინტელექტუალური თამაშები „რა? სად? როდის?“, ევროპარლამენტის სამიტის მოდელირება, მინი-ფეხბურთის ტურნირი და ა.შ.
მიხეილ ქუმსიშვილი იყო პარალელურად ჩართული პოლიტიკურ საქმიანობაში. იგი იკავებდა ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარის თანამდებობას საქართველოს ლეიბორისტულ პარტიაში და იყო წარდგენილი მაჟორიტარობის კანდიდატად საპარლამენტო არჩევნებში. აგრეთვე ის არის ახალგაზრდული მოძრაობა „გაბედეს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი. გარდა ამისა, მიხეილი არის საერთაშორისო ორგანიზაცია EDYN-ის მმართველი საბჭოს წევრი და პროგრამების ხელმძღვანელი.