აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის ორგანიზებით 24 ნოემბერს, 18:00 საათზე Ms-Teams-ში ჩატარდება საინფორმაციო შეხვედრა: ,,კორონავირუსი (COVID-19): რა უნდა იცოდეს სტუდენტმა, უსაფრთხოების რჩევები და რეკომენდაციები’’
საინფორმაციო შეხვედრის ფარგლებში განხილული იქნება:
- დღევანდელი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა (მსოფლიოსა და საქართველოში);
- კორონავირუსების მოლეკულური ვირუსოლოგიის მიმოხილვა;
- კორონავირუსის ეპიდემიის ისტორია;
- საერთაშორისო და ეროვნული რეკომენდაციები;
- მითები და დეზინფორმაცია;
- კვლევა და ვაქცინის შემუშავება;
- რჩევები აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის (უსაფრთხოება, ფსიქიკური ჯანმრთელობა და ა.შ.).
სპიკერი: ვახტანგ თებიძე, დიპლომირებული მედიკოსი (MD), კლინიკური კვლევების სპეციალისტი (CRA), აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ჯანდაცის ფაკულტეტის კოორდინატორი
სამუშაო ენა: ინგლისური
სამიზნე ჯგუფი: აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტები
საინფორმაციო შეხვედრაზე დასწრების ბმული: https://teams.microsoft.com/l/meetup-join/19%3ae2efc1f25f6f4e558ff821aa940ef734%40thread.tacv2/1606057056109?context=%7b%22Tid%22%3a%220465af59-54cd-463b-b47f-d077020f47a2%22%2c%22Oid%22%3a%22413443a9-f034-4c66-926b-d8d7bc7691c7%22%7d