№0108/18 18.09.2012
ბრძანება
ევრაზიის დამოუკიდებელ სასწავლო უნივერსიტეტში 2012-2013 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში დამატებითი მობილობის ვადებისა და წარმოსადგენი დოკუმენტაციის განსაზღვრის შესახებ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის “უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესის დამტკიცების შესახებ” №10/ნ ბრძანების მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „ა-გ“ ქვეპუნქტებისა და სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის 2012 წლის 14 სექტემბრის №737 ბრძანების, ევრაზიის დამოუკიდებელი სასწავლო უნივერსიტეტის დებულების მე–10 მუხლის, ედსუ–ს სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის მე–2 მუხლის, საფუძველზე,
ვბრძანებ:
1. განისაზღვროს 2012-2013 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მობილობის ვადები და წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:
ბაკალავრიატი/მაგისტრატურა:
1.1. მობილობის ვადები:
ა) დოკუმენტაციის მიღება – 22–23 სექტემბერი
ბ) კრედიტების აღიარება – 23–24 სექტემბერი
გ) გასაუბრება და აღიარებული კრედიტების სტუდენტთათვის გაცნობა – 24 სექტემბერი;
დ) შედეგების გამოცხადება – 25 სექტემბერი
ე) ჩასარიცხ პირთა შესახებ ბრძანების პროექტის მომზადება და წარდგენა სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში – 25 სექტემბერი
1.2. წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა (უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ სათანადო წესით დამოწმებული):
ა) განცხადება;
ბ) სრული ზოგადი/უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
დ) გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული სერტიფიკატის ასლი;
ე) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ვ) სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტი;
ზ) სტუდენტის სასწავლო ბარათის ასლი;
თ) უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
3. საბუთების მიღება იწარმოებს 10–დან 18 სთ – მდე ედსუ–ს კანცელარიაში. მისამართი: თბილისი, შატილის ქ. #4.
4. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
5. ბრძანების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს პრორექტორსა და სასწავლო პროცესის მართვისა და სამეცნიერო კვლევების განყოფილებას.
დავით ქადაგიძე
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი