ეკატერინე ბაჩილავა 2014-2018 წლებში სწავლობდა აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში იურიდულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე და წარჩინებით დაამთავრა სამართლის საბაკალავრო პროგრამა.
სწავლის პერიოდში აქტიურად იყო ჩართული საუნივერსიტეტო სტუდენტურ ცხოვრებაში. გამოირჩეოდა მაღალი აკადემიური მოსწრებით და აქტიურობით სწავლის პროცესში. მონაწილეობდა სხვადასხვა კონფერენციებში, იმიტირებულ პროცესებსა და ტრენინგებში (გიორგი მარგიანის სახელობის იმიტირებული სასამართლო პროცესი, ადამიანთა ვაჭრობა და მიგრაცია, „ტრეფიკინგი“, „ევროკავშირის სამართლის ფუნდამეტური საკითხები“, „ტრანზიციური ქვეყნები და სამართალი“). გავლილი აქვს სალექციო კურსი „სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო და საქართველო“, მონაწილეობდა საგანმანათლებლო პროექტში „EEU ინტელექტ ტურნირი“. იყო საქართველოს პარლამენტში იურიდიულ კომიტეტთა ჯგუფის წევრი და შესაბამისად, ამ განხრით გავლილი აქვს სტაჟირება ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში.