🔊 პოლონეთის ერთ-ერთი საუკეთესო – ლოძის უნივერსიტეტი გელის შენ !
☑ გაცვლითი პროგრამა აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის პოლონეთის ერთ-ერთ საუკეთესო უნივერსიტეტში!
➡ გამოცხადდა რეგისტრაცია 2019-2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის გაცვლითი პროგრამაზე (01.10.2019- 16.02.2020) ლოძის უნივერსიტეტში. აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტებს გეძლევათ შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღოთ გაცვლით პროგრამაში, გაატაროთ ერთი სემესტრი პოლონეთში, EEU-ს პარტნიორ ლოძის უნივერსიტეტში, მიიღოთ ცოდნა და დაუვიწყარი გამოცდილება.
▶ ლოძის უნივერსიტეტი არის ერთ-ერთი საუკეთესო და დიდი უნივერსიტეტი პოლონეთში. უნივერსიტეტში არის 12 ფაკულტეტი და ჰყავს 32 000-ზე მეტი სტუდენტი. ლოძის უნივერსიტეტი ერთ-ერთია იმ 6 პოლონური უნივერსიტეტიდან, რომელიც მოხვდა QS უნივერსიტეტების მსოფლიო რეიტინგში. დამატებითი ინფორმაცია ლოძის უნივერსიტეტის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ლინკზე: https://iso.uni.lodz.pl/
✔გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის უფლება აქვს აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამის ნებისმიერ სტუდენტს, რომელიც ფლობს ინგლისურ ენას B2 დონეზე.
🔻აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტისა და ლოძის უნივერსიტეტის თანამშრომლობის ფარგლებში EEU სტუდენტები პოლონეთში ისწავლიან საუნივერსიტეტო დაფინანსებით ერთი სემესტრის განმავლობაში. გაცვლითი სემესტრის ფარგლებში სტუდენტმა უნდა აირჩიოს მინიმუმ 24 კრედიტი. შეთავაზებული არჩევითი საგნების ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ლინკზე: ▶ http://iso.uni.lodz.pl/erasmus/programmes/ .
🔻გაცვლითი პროგრამის ფარგლებში სტუდენტის მიერ გასაწევი ხარჯი შეადგენს მხოლოდ მგზავრობისა და ცხოვრების ხარჯს (საერთო საცხოვრებელი თვეში 70-100 EUR, კვება და სახარჯო ფული თვეში 200-250 EUR).
🔻გაცვლით პროგრამაზე რეგისტრაციის მიზნით დაინტერესებულმა სტუდენტებმა მიმდინარე წლის 5 ივნისამდე უნდა გამოაგზავნოთ რეზუმე (CV) და ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შემდეგ ელექტრონულ ფოსტის მისამართზე: international@eeu.edu.ge.
‼გაცვლით პროგრამაში მონაწილეობას მიიღებენ EEU სტუდენტები, რომლებიც 5 ივნისამდე დარეგისტრირდებიან და წარმატებით ჩააბარებენ ინგლისური ენის ტესტს (B2 დონე).
ტესტირება ინგლისურ ენაში ჩატარდება მიმდინარე წლის 7 ივნისს.
გისურვებთ წარმატებას!