აშშ-ს საელჩო საქართველოში აცხადებს შესარჩევ კონკურსს გლობალურ სტუდენტურ გაცვლით პროგრამაზე 2021-22 აკადემიური წლისთვის.
პროგრამა საშუალებას აძლევს ბაკალავრიატის მეორე და მესამე კურსის სტუდენტებს ერთი სემესტრის განმავლობაში ისწავლონ ამერიკის შეერთებული შტატების უნივერსიტეტში სრული დაფინანსებით. პროგრამა არ ითვალისწინებს აკადემიური ხარისხის მინიჭებას. მონაწილეები შეირჩევიან ღია, თანასწორუფლებიანი კონკურსის საფუძველზე.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 28 თებერვალი, 2021 (09:00 საათი თბილისის დროით)
პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციის, განაცხადის ფორმებისა და ინსტრუქციებისთვის, იხილეთ პროგრამის ვებგვერდი.