ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრი
დავით ამაშუკელი 2014 – 2018 წლებში სწავლობდა აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში და წარჩინებით დაასრულა ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამა. იყო “Gino Paradise”- ის სტიპენდიანტი და სტუდენტური თვითმართველობის წევრი.
დავით ამაშუკელი 2016 წელს გახდა კონკურს „იდეა დეველოპერის“ გამარჯვებული და დასაქმდა კომპანია idea city-ში, კონკურსის მსვლელობისას აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტებისგან შემდგარ გუნდთან ერთად ჩაატარა გლდანის უძრავი ქონების ბაზრის კვლევა და წარადგინა ტექნო-პარკში გამართულ პრეზენტაციაზე.
დავით ამაშუკელმა 2020 წელს დაასრულა ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) სამაგისტრო პროგრამა და გახდა ეკონომიკის მაგისტრი.