სამართლის მაგისტრი
დენის სალუქვაძე 2016-2018 წლებში სწავლობდა აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში და წარმატებით დაასრულა სამართლის სამაგისტრო პროგრამა.
დენის სალუქვაძე სწავლის პერიოდში აქტიურად იყო ჩართული საუნივერსიტეტო სტუდენტურ ცხოვრებაში, მონაწილეობდა კონფერენციებში და ტრენინგებში. უნივერსიტეტმა შესაძლებლობა მისცა გაეღრმავებინა თეორიული და პრაქტიკული ცოდნა სამართლის მიმართულებით, რის შედეგადაც დენის სალუქვაძე სწავლის პარალელურად მუშაობდა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპირტის სამინისტროს იურდიული დეპარტამენტის სამართალშემოქმედების სამმართველოს უფროსის პოზიციაზე, ხოლო მოგვიანებით საქართველოს პარლამენტის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის აპარატში სამართლებრივი მიმართულებით სადაც ამჟამადაც საქმიანობს.
სწავლის პერიოდში ასევე ამერიკის მთავრობის დაფინანსებით გავლილი აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებში, საერთაშორისო სემინარი სამთამადნო სამართლის მიმართულებით, მონაწილეობდა გერმანიის მთავრობის მიერ დაფინანსებულ გაცვლით პროგრამაში – „გერმანიის საკანონმდებლო სისტემა“. დენის სალუქვაძე დღემდე აქტიურად თანამშრომლობს უნივერსიტეტთან და ჩართულია საუნივერსიტეტო პროგრამებში.