2018 წლის 16 ნოემბერს, პარასკევს, 16:00 საათზე, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ორგანიზებით ჩატარდება ებერჰარდ-კარლს ტუბინგენის უნივერსიტეტის (გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა) დოქტორ ბერნდ თომას ჰაინრიხის საჯარო ლექცია თემაზე: “პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება და ელიტური კორუფციის გამოვლენა’’.
ბერნდ თომას ჰაინრიხი არის ებერჰარდ-კარლს ტუბინგენის უნივერსიტეტის სისხლის სამართლის ფაკულტეტის სრული პროფესორი, სამართლის დოქტორი და ექსპერტი ევროპული სამართლის საკითხებში.
ადგილმდებარეობა: აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი, 1–ლი რესპუბლიკის სახელობის საკონფერენციო დარბაზი (აუდიტორია № 26), მის: შატილის ქ. 4.
ლექციაზე დასწრების მსურველებმა გთხოვთ, არაუგვიანეს 2018 წლის 12 ნოემბრისა, 18:00 საათი (თბილისის დროით) გაიაროთ რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე.