ვიშეგრადის ფონდი, კონკურსის საფუძველზე, წელიწადში ორჯერ გასცემს სტიპენდიას 3 (სამ) აპლიკანტზე, რომელთაც შესაძლებლობა ექნებათ იმუშაონ ბუდაპეშტის ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის ღია საზოგადოების არქივში.
სტიპენდია შეადგენს 2000 ევროს.
განმცხადებელმა უნდა წარმოადგინოს:
- სააპლიკაციო წერილი ინგლისურ ენაზე;
- კვლევის აღწერა/გეგმა ინგლისურ ენაზე;
- CV/რეზიუმე;
- ინგლისური ენის გამოცდის დამადასტურებელი სერთიფიკატის ასლი;
- ორი რეკომენდატორის საკონტაქტო ინფორმაცია.
განცხადების წარდგენის ბოლო ვადა: 2020 წლის 25 ივლისი.
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული: https://www.visegradfund.org/apply/mobilities/fellowship-at-osa/?c=about