თამარ ქსოვრელი (ასისტენტ-პროფესორი)
მიმართულება: არქიტექტურა;
საპროექტო კომპანია „არქიკოლეგიუმი“ს არქიტექტორი
თამარ ქსოვრელი არის საპროექტო კომპანია „არქიკოლეგიუმი“ს არქიტექტორი. გასულ წლებში იყო AIESEC (The world’s largest youth-run organization) გაყიდვების ჯგუფის ლიდერი. მას სხვადასხვა წლებში აქვს სტაჟირება გავლილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში (სივრცითი დაგეგმარებისა და სამშენებლო პოლიტიკის დეპარტამენტის ურბანული განვითარების სამმართველო), თბილისის მერიის სამსახურში ‘‘სინათლის ქალაქი’’, ბათუმის მერიაში (არქიტექტურის სამსახური), თბილისის მერიაში (არქიტექტურის სამსახური) და სამშენებლო-დეველოპერული კომპანია „ორბი ჯგუფი”- ში.
თამარ ქსოვრელი აქტიურად არის ჩართული პროფესიული განვითარების პროგრამებში. გავლილი აქვს სხვადასხვა სახის ტრენინგები, სტაჟირებები და ადგილობრივ და საერთაშირისო ორგანიზაციებში. 2018 წელს მან მიიღო საქართველოს არქიტექტორთა კავშირის მიერ წლის საუკეთესო სადიპლომო ნაშრომის წოდება, „ხურ. არჩილ და ქეთევან ქურდიანების სახელობის პრემია“, ასევე III ადგილი ევროვიზიის არქიტექტურული, ინჟინერიისა და დიზაინის სკოლებს შორის რიგით VIII საერთაშორისო კონკურში.