🔻 10, 11, 12 ივნისს განათლების სფეროში მოღვაწე ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალისთვის გაეროს კონსულტანტი განათლების მიმართულებით, საერთაშორისო განათლების ევროპული ასოციაციის (EAIE) საპატიო წევრი გრაჰამ პაიკი ვორკშოპს ჩაატარებს, სახელწოდებით “უმაღლეს სასწავლებლებში ცვლილებების მართვის ეფექტურობა ინტერნაციონალიზაციის პროცესში”. ღონისძიება აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის, სასწავლო ცენტრ “მერიდიანისა“ და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართება. პროექტის მხარდამჭერია ვანკუვერის უნივერსიტეტი, კანადა.
✍თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში, რექტორმა დავით ჩერქეზიშვილმა, სასწავლო ცენტრ “მერიდიანის” დირექტორმა ტატა ვეფხვაძემ და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა ილიას ჩილოღლუმ მოაწერეს.
✔ვორკშოპში მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, გაეცნონ საერთაშორისო განათლების თანამედროვე ტენდენციებს; დაამკვიდრონ ახალი სტანდარტები და განახორციელონ ცვლილებები უნივერსიტეტებში; შეიმუშავონ ეფექტური სტრატეგიული გეგმა, რაც უნივერსიტეტებში ინტერნაციონალიზაციის ხარისხის ზრდას შეუწყობს ხელს; განავითარონ საერთაშორისო სტრატეგიული პარტნიორობა და მოიზიდონ უცხოელი სტუდენტები; განაახლონ პროგრამები თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად; მიაწოდონ ეფექტური სერვისი საერთაშორისო სტუდენტებს.
☑ გრაჰამ პაიკი, რომელიც ვორკშოპის ტრენერია, აქტიურად არის ჩართული უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის პროცესის დაგეგმვასა და განხორციელების სკითხებში. გაეროს ეგიდით თანამშრომლობს ოცზე მეტ ქვეყანასთან, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან. მან სხვადასხვა უნივერსიტეტში დაარსა საერთაშორისო განათლების კვლევითი და სასწავლო ცენტრები. პაიკი 11 წიგნის ავტორი და ეროვნული ჯილდოს მფლობელია საერთაშორისო განათლების სისტემაში განხორციელებული სიახლისთვის. ამჟამად პაიკი ვანკუვერის უნივერსიტეტის საერთაშორისო განათლების ფაკულტეტის დეკანი და ინტერნაციონალიზაციის პროგრამების ავტორი გახლავთ. მის მიერ განხორციელებულმა რეფორმებმა განათლების ინტერნაციონალიზაციის სტრატეგიების ფორმულირების კუთხით, რამაც მას საერთაშორისო აღიარება მოუტანა.