
იაპონიის საერთაშორისო ფონდი (MIF) – აცხადებს კვლევით სტიპენდიას, 49 წლამდე უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის, რომელთაც აქვთ დოქტორის ხარისხი და მყარი სამსახურეობრივი პოზიცია თავიანთ ქვეყანაში.
სტიპენდიის ხანგრძლივობა შეადგენს 3 თვიდან 6 თვემდე, ხოლო სტიპენდიანტების რაოდენობა ყოველწლიურად დაახლოებით 20 ადამიანია.
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2020 წლის 30 ივნისი.
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული: http://www.mif-japan.org/fellowship/announcement/?hl=en