იმიტირებულ სასამართლო პროცესში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა ფაკულტეტის სტუდენტს. ერთი უნივერსიტეტიდან შესაძლებელია რეგისტრაცია გაიაროს 3 და არაუმეტეს 5 სტუდენტისგან შემდგარმა ერთმა გუნდმა, თუმცა ერთ გუნდში ვერ იქნებიან სხვადასხვა უნივერსიტეტის წარმომადგენელი სტუდენტები.
იმიტირებული სასამართლო პროცესის ტურნირი შედგება 2 ეტაპისგან − წერითი და ზეპირი რაუნდები.
იმიტირებული სასამართლო პროცესის ტურნირის დასკვნითი (ზეპირი) რაუნდი გაიმართება დისტანციურად 2020 წლის 28-29 ნოემბერს.
მონაწილეობის მსურველმა გუნდმა რეგისტრაციისათვის უნდა ჩამოტვირთოს აპლიკაციის ელექტრონული ფორმა: https://eeu.edu.ge/wp-content/uploads/2020/11/aplikaciis_eleqtronuli_forma_1-1.docx და მიჰყვეს ბმულზე მოცემულ ინსტრუქციას: https://bit.ly/3kUni8Q.
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2020 წლის 5 ნოემბერი, 18.00 საათი.
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული: http://www.tcj.gov.ge/ka/news/546/