აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის პარტნიორი აშაფენბურგის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი აცხადებს გერმანული ენის 4-კვირიან ინტენსიურ კურსებს 2025 წლის აგვისტოში.
კურსი საშუალებას მისცემს სტუდენტებს:
- გაიუმჯობესონ გერმანული ენა (A1-B2 დონე), კომუნიკაციის უნარები და ლექსიკა;
- მიიღოთ საერთაშორისო გამოცდილება, შეიძინოთ ახალი მეგობრები და კონტაქტები;
- გაეცნოთ სტუდენტებს მთელი მსოფლიოდან, შეხვდეთ ადგილობრივებსა და გააფართოოთ თქვენი მსოფლმხედველობა ახალი კულტურის გაცნობით.
კურსის მიმდინარეობის პერიოდი: 4-28 აგვისტო, 2025
კურსის ღირებულება: 399 ევრო
დამატებითი ინფორმაციისათვის საზაფხულო კურსების შესახებ, ეწვიეთ ვებგვერდს: https://www.th-ab.de/en/education/short-term-programmes/


