HR პროფესიონალთა გილდიის (HRPG) ორგანიზებითა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის (172) მხარდაჭერით მრგვალი მაგიდა გაიმართა. აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში გამართული ღონისძიების – „VUCA ეპოქის გამოწვევები საჯარო სექტორის ეიჩარებისთვის“ მიზანი VUCA სამაყროს პოზიტიური და ნაკლებად სასიამოვნო პროცესების, მოვლენების გავლენა საჯარო სექტორის ეიჩარის საქმიანობაზე და ამ გავლენის შედეგებზე მსჯელობა/ანალიზი და გამოცდილების გაზიარება გახლდათ. მრგვალ მაგიდაში საჯარო სამსახურის HR დეპარტამენტების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.