განათლების მეცნიერებების მაგისტრი
ნინო გვასალია 2017-2019 წლებში სწავლობდა აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში და წარჩინებით დაასრულა განათლების კვლევებისა და ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა.
ნინო გვასალიამ EEU-ში გაიარა შიდა საუნივერსიტეტო სტაჟირების პროგრამა და ამავე წლებში მუშაობდა აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის პიარისა და მარკეტინგის დეპარტამენტში სპეციალისტად.
ნინო გვასალია სწავლის პერიოდში აქტიურად იყო ჩართული საუნივერსიტეტო სტუდენტურ ცხოვრებაში და მონაწილეობდა კონფერენციებში, ტრენინგებში, ორგანიზებას უწევდა უნივერსიტეტში ჩატარებულ საჯარო ლექციებს, შეხვედრებსა თუ სხვა კულტურულ ღონისძებებს. იგი დღემდეა დაკავებული ამ საქმიანობით და კერძო სექტორში ხელმძღვანელობს სხვადასხვა აქტივობას.
ნინო გვასალია EEU-ში სწავლის პერიოდში ატარებდა კვლევებს სპეციალური განათლების პედაგოგთა პრობლემებისა და შშმ პირთა საჭიროებების შესახებ, იგი დღემდე შეისწავლის ამ საკითხებს და გეგმავს დასაქმებას საგანმანათლებლო დაწესებულებაში სპეც. პედაგოგად.