📣 აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი წარმოგიდგენთ გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში, პროფესორი ღასან ხალილი
🗒 11 ივნისი, 16:00 საათი, საჯარო ლექცია Microsoft teams-ის დისტანციური პლატფორმით
🔴 თემა: “ბავშვის უფლებები და მათი ინტეგრირება საუნივერსიტეტო საგანმანათლებლო პროგრამებში”
⭕️ საჯარო ლექციის შემდეგ – Q&A
✍️ ცოტა რამ პროფესორი ღასან ხალილის შესახებ:
✔️ დოქტორი ღასან ხალილი 2018 წლიდან არის გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში. იქამდე მუშაობდა უფროს მრჩევლად გაეროს ბავშვთა ფონდის ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის რეგიონალურ ოფისში, მანამდე კი იყო გაეროს ბავშვთა ფონდის სპეციალური წარმომადგენელი ლიბიაში.
✔️ ღასან ხალილის საქმიანობის მთავარი საგანია ადამიანის უფლებების, ქალებისა და ბავშვების უფლებების, სოციალური პოლიტიკის, სამართლებრივი რეფორმების, კულტურული მრავალფეროვნებისა და კულტურათაშორისი დიალოგის შესახებ ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა, რასაც ის ახორციელებს პროგრამების დაგეგმვისას სტრატეგიული მართვისა და უფლებებზე დაფუძნებული მიდგომის გამოყენებით.
✔️ პროფესორი არის 20-ზე მეტი წიგნისა და პუბლიკაციის ავტორი და თანაავტორი, მათ შორის მას ეკუთვნის წიგნი ბავშვის უფლებების საერთაშორისო ისტორიული შეფასების შესახებ. მისი ნაშრომები გამოქვეყნებულია საერთაშორისო პროფესიულ ჟურნალებში.
✔️ ღასან ხალილი იყო არაერთი მთავრობის უფროსი მრჩეველი, აშშ-ს მთავრობის მიერ მხარდაჭერილი პროექტების დამოუკიდებელი შემფასებელი და საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის გაერთიანებული ერების (UNICEF, ILO, UNESCO), ევროკავშირის და სხვათა მიერ მხარდაჭერილი პროექტების უფროსი კონსულტანტი. იყო დუბაიში დაფუძნებული კვლევისა და ტრენინგის (ICRT) მმართველი დირექტორი და მთავარი კონსულტანტი და ბეირუთის ადამიანის უფლებათა ცენტრის თავმჯდომარე. ეკავა მაღალი თანამდებობები, მათ შორის იყო იურიდიული მრჩეველი ლიბანის სოციალურ საქმეთა სამინისტროში, ლიბანის ბავშვობის უმაღლესი საბჭოს გენერალური მდივანი, ბავშვთა საკითხების უმაღლესი ტექნიკური კომიტეტის თავმჯდომარე არაბული სახელმწიფოების ლიგაში, დუბაის მთავრობის მრჩეველი სოციალური პოლიტიკისა და სტრატეგიული დაგეგმარების საკითხებში და გაეროს ბავშვთა ფონდის ბავშვის დაცვის განყოფილების ხელმძღვანელი ერაყში, ბანგლადეშსა და სპარსეთის ყურის რეგიონში.
✔️ ღასან ხალილი არის ექსპერტი კომპეტენციაზე დაფუძნებული განათლების სფეროში და კურიკულუმებისა და ტრენინგ მეთოდოლოგიების შედგენაში.
👨🏽🎓 ღასან ხალილს აქვს ლიბანის უნივერსიტეტის სამართლის მაგისტრის, პარიზის სორბონის უნივერსიტეტის საერთაშორისო ბიზნეს სამართლის მაგისტრის და პარიზის სორბონის უნივერსიტეტის (Paris- V) საერთაშორისო სამართლის დოქტორის ხარისხი. სწავლობდა ნიუ იორკში კოლუმბიის უნივერსიტეტის საერთაშორისო და საჯარო პოლიტიკის მაგისტრატურაში როგორც მკვლევარი, სადაც თავადაც კითხულობდა ლექციებს ბავშვის უფლებებზე. მოპოვებული აქვს თანდერბერდის უნივერსიტეტის გლობალური მენეჯმენტის სერტიფიკატი.
ბავშვთა უფლებების, სოციალური განვითარებისა და სოციალური სამართლიანობის სფეროში შეტანილი წვლილის აღიარების ნიშნად, ბატონ ხალილს მიღებული აქვს არაერთი ჯილდო მთავრობებისგან, არასამთავრობო ორგანიზაციებისგან და საგანმანათლებლო დაწესებულებისგან.
➡ შეხვედრაზე დასასწრებად გთხოვთ გადახვიდეთ ბმულზე: