N01–08/17 5.09.2012
ევრაზიის დამოუკიდებელ სასწავლო უნივერსიტეტში 2012-2013 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში მაგისტრატურაში სწავლის გაგრძელების მსურველთა საბუთების მიღების, გამოცდის ჩატარების ვადებისა და წარმოსადგენი დოკუმენტაციის განსაზღვრის შესახებ რექტორის 2012 წლის15ივლისის N01–08/13 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 22 აპრილის ,,სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ” №227–ე ბრძანების 29–ე მუხლის მე-2 პუნქტის, ევრაზიის დამოუკიდებელი სასწავლო უნივერსიტეტის დებულების მე–10 მუხლის, ედსუ–ს სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის 1-ლი მუხლის საფუძველზე
ვბრძანებ
1.შევიდეს ცვლილება რექტორის 2012 წლის 15 ივლისის N01–08/13 ბრძანების 1– ლი მუხლის 1.1–ლი პუნქტის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ა). დოკუმენტაციის მიღება – 3 – 8 სექტემბერი;
ბ) გამოცდა – 9 სექტემბერი 11 სთ;
2. ბრძანების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს პრორექტორსა და სასწავლო პროცესის მართვისა და სამეცნიერო კვლევების განყოფილებას
დავით ქადაგიძე
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი