25 მარტს, 16:00 საათზე გაიმართება ონლაინ საინფორმაციო შეხვედრა: საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის საქმიანობა და ძირითადი მიმართულებები.
საინფორმაციო შეხვედრის მიზანია სტუდენტებისთვის ინფორმაციის მიწოდება საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ფუნქციებისა და საქმიანობის შესახებ.
საინფორმაციო შეხვედრის თემატიკა და სადისკუსიო საკითხები:
- საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ძირითადი მიმართულებების განხილვა, ინფორმაციის მიწოდება საერთაშორისო თანამშრომლობისა და პარტნიორების შესახებ;
- მედიცინის პროგრამაზე გაცვლითი პროგრამებში მონაწილეობის შესაძლებლობების წარდგენა.
სპიკერ(ებ)ი: თეა იმედაძე – აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი საერთაშორისო და ადმინისტრაციულ საკითხებში;
ელენე ზურაბიშვილი – ჯანდაცვის მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოადგილე;
ნინო ბალარჯიშვილი – საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი.
შეხვედრის სამიზნე ჯგუფი: აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ჯანდაცვის მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტები
სამუშაო ენა: ინგლისური
საინფორმაციო შეხვედრის განხორციელების განრიგი: 25/03/2021, 16:00 საათი
საინფორმაციო შეხვედრის ხანგრძლივობა: 1 საათი
საინფორმაციო შეხვედრაზე დასასწრებად 25 მარტის 12:00 საათამდე გაიარეთ რეგისტრაცია ბმულზე: https://bit.ly/39ayDxP
ფორმატი: ტრენინგი ჩატარდება დისტანციურად MS TEAMS-ში
საინფორმაციო შეხვედრაზე დასწრების ბმული: https://teams.microsoft.com/l/meetup-join/19%3ae2efc1f25f6f4e558ff821aa940ef734%40thread.tacv2/1616574795610?context=%7b%22Tid%22%3a%220465af59-54cd-463b-b47f-d077020f47a2%22%2c%22Oid%22%3a%223b258d65-486c-4525-aeb0-7f50219f9da4%22%7dm