17 მარტს, 16:30 საათზე გაიმართება ონლაინ საინფორმაციო შეხვედრა: უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის პოლიტიკა და საერთაშორისო ურთიერთობები.
საინფორმაციო შეხვედრის მიზანია სტუდენტებისთვის აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების გაცნობა.
საინფორმაციო შეხვედრის თემატიკა და სადისკუსიო საკითხები:
- უნივერსიტეტის საერთაშორისო თანამშრომლობისა და პარტნიორობის ფარგლებში არსებული შეთავაზებების წარდგენა;
- გაცვლითი პროგრამის მონაწილე სტუდენტების მხრიდან გამოცდილების გაზიარება.
სპიკერ(ებ)ი:
თეა იმედაძე, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი საერთაშორისო და ადმინისტრაციულ საკითხებში;
ნინო ბალარჯიშვილი, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი.
შეხვედრის სამიზნე ჯგუფი: აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტები.
სამუშაო ენა: ქართული.
საინფორმაციო შეხვედრის განხორციელების განრიგი: 17/03/2021, 16:30 საათი.
საინფორმაციო შეხვედრის ხანგრძლივობა: 1 საათი.
საინფორმაციო შეხვედრაზე დასასწრებად 17 მარტის 12:00 საათამდე გაიარეთ რეგისტრაცია ბმულზე: https://forms.gle/Meh5SHbREbk2W7fPA
ფორმატი: ტრენინგი ჩატარდება დისტანციურად MS TEAMS-ში
საინფორმაციო შეხვედრაზე დასწრების ბმული: