განათლების მეცნიერების მაგისტრი
სალომე გაგნიძე 2015 წელს ჩაირიცხა აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში განათლების კვლევებისა და ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამაზე.
სწავლების განმავლობაში აქტიურად იყო ჩართული სასწავლო პროცესებში. მონაწილეობდა საუნივერსიტეტო კონფერენციებსა და ღონისძიებებში, ხოლო 2016-2017 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში მოიპოვა Erasmus+ სრული დაფინანსება და უნივერსიტეტის შუამდგომლობით, გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, სწავლობდა ზემო ავსტრიის, ქალაქ ლინცის განათლების ინსტიტუტში.
„გაცვლით პროგრამაში მონაწილეობა ერთ-ერთი გამორჩეული ეტაპია ჩემს ცხოვრებაში, ვინაიდან შესაძლებლობა მომეცა, უფრო ახლოს გავცნობოდი ისეთი განვითარებული ევროპული ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემას, როგორიც ავსტრიაა. მიღებულმა გამოცდილებამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ჩემს როგორც კარიერულ, ასევე პიროვნულ ზრდაში.“
სალომე გაგნიძე სწავლის დასრულების შემდეგ, საგანმანათლებლო საქმიანობას ეწეოდა საზღვრებს გარეთ, ხოლო 2018 წლიდან დღემდე დასაქმებულია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ზოგადი მოდულის ინგლისური ენის სწავლების კოორდინატორის პოზიციაზე.
„ამჟამად ადმინისტრირებას ვუწევ ყოველ სემესტრულად დაახლოებით 7000 სტუდენტსა და 80 მასწავლებელს, რაც დიდი პასუხისმგებლობაა და საქმის წარმატებით თავის გართმევაში სწორედ ის ცოდნა და გამოცდილება მეხმარება, რომელიც სამაგისტრო პროგრამაზე სწავლისას მივიღე. მიმაჩნია, რომ აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი სწავლისა და განვითარების რეალურ შესაძლებლობას აძლევს სტუდენტებს და პირადად მე, გამუდმებით ვგრძნობდი მხარდაჭერას როგორც ადმინისტრაციული, ასევე აკადემიური პერსონალისაგან.“