კორონავირუსის ინფექციის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში სააუდიტორიო მეცადინეობები გადაიდო 1 აპრილამდე.
უნივერსიტეტი გადადის ნაწილობრივ ელექტრონულ სწავლებაზე: სტუდენტის ელექტრონულ ბაზაში აიტვირთება ყველა საჭირო სასწავლო მასალა სილაბუსების შესაბამისად. საგნის სპეციფიკის გათვალისწინებით სტუდენტებს მიეწოდებათ ლექციების ვიდეო/აუდიო ვერსიები.
23 მარტამდე სტუდენტები მიიღებენ დეტალურ ინფორმაციას უნივერსიტეტის მიერ შეთავაზებული სწავლების ფორმატის შესახებ