საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივითა და სსიპ-საჯარო სამსახურის ბიუროს კოორდინაციით შექმნილია სტაჟირების სახელმწიფო პროგრამა, რომელშიც ჩართულია აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი. EEU-ს სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს შესაძლებლობა აქვთ მონაწილეობა მიიღონ სტაჟირების სახელმწიფო პროგრამაში.
საჯარო დაწესებულებაში სტაჟირების მიზანია:
- დასაქმების მსურველ პირთათვის პროფესიული გამოცდილების შეძენის შესაძლებლობის შექმნა;
- შესაბამისი პროფილის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისათვის პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავების საშუალების მიცემა;
- საჯარო დაწესებულებებისათვის კვალიფიციური კადრების მომზადება;
სტაჟირების შედეგების დადებითი შეფასების შემთხვევაში, სტაჟიორს ეძლევა სტაჟირების წარმატებით გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი, შესაბამისი საჯარო დაწესებულების მიერ!
სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის 2018 წლის გაზაფხულის ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო!
რეგისტრაციის ვადები და პირობები:
სტაჟირების სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია სტაჟიორობის კანდიდატმა, 2018 წლის 1 მარტიდან 31 მარტის ჩათვლით მიმართოს აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ადმინისტრაციას (ოთახი 19) და განაცხადოს წერილობითი თანხმობა სტაჟირების აღნიშნულ ნაკადში მონაწილეობის მისაღებად.
სტაჟირების სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია:
- პირს, რომელმაც განაცხადა წერილობითი თანხმობა რეგისტრაციისთვის დადგენილ ვადებში (1-31 მარტი);
- EEU-ს ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის (ბოლო ორი სემესტრი), მაგისტრატურისა ან დოქტორანტურის სტუდენტებს, რომლებიც გამოირჩევიან მაღალი აკადემიური მოსწრებით, რაც დასტურდება 3,0 GPA-ით ან საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულით (მინიმუმ (B) ძალიან კარგი 81-90%);
- EEU-ს ბაკალავრიატის, სამაგისტრო ან სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამების კურსდამთავრებულებს, რომელთა მიერ საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებიდან გასული არ არის 2 წელიწადზე მეტი და გამოირჩეოდნენ მაღალი აკადემიური მოსწრებით (GPA: 3,0)
საკონტაქტო ინფორმაცია:
ტელეფონი: (032) 2 48 01 18, ელ-ფოსტა: Kate.aptara@gmail.com
EEU–ს ადმინისტრაცია, ოთახი 19