👉საქართველოს საპატრიარქოსა და საგანმანათლებლო დაწესებულებების თანამონაწილეობით საქართველოს მთიანეთში 3 აგვისტოდან 18 აგვისტოს ჩათვლით მოეწყო სტუდენტური ექსპედიციები,რომლებშიც აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის წევრებიც იღებდნენ მონაწილეობას. მათ სვანეთში გაატარეს ექსპედიციის 15 დღე. მისიის ძირითადი დანიშნულება საგანმანათლებლო და მზრუნველობითი ხასიათის იყო. სტუდენტებს საშუალება მიეცათ, საკუთარი თავი გამოეცადათ დამოუკიდებელ გარემოში, გაეცნოთ სხვა პროფესიის ახალგაზრდები და საკუთარი თვალთახედვით შეეფასებინათ თანამედროვე მთიანეთის მდგომარეობა. მათ შეძლეს, ღიმილი შეეტანათ იმ სახლებში, სადაც მარტოობამ მოიცვა იქ მცხოვრებნი.