🔻 რეგიონში პირველი ფსიქოლოგიური “ლაბორატორია Z” აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში გაიხსნება. მიმდინარე წლის 13-14 ივლისს “ლაბორატორია Z”-ის ნეირო ტექნოლოგიების გამოყენების ტრენინგი ჩატარდა. ტრენინგის ფარგლებში ქართველმა სპეციალისტებმა რეგიონში პირველი ფსიქოლოგიური ლაბორატორიის მიზნებისა და შესაძლებლობების შესახებ დეტალური ინფორმაცია შვედი ექსპერტებისგან მიიღეს და გამოყენების წესებს გაეცნენ.
🔻 ლაბორატორია Z-ს ფსიქოლოგიის დოქტორი, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ზურა მხეიძე უხელმძღვანელებს. ლაბორატორია რამდენიმე კვირაში დაიწყებს ფუნქციონირებას.
🔻 პირველი ფსიქოლოგიური ლაბორატორიის მიზანია, სამეცნიერო პრაქტიკის გამოყენება განათლებაში, ახალი თაობის მეცნიერების აღზრდა, მარკეტინგული კვლევების განხორციელება, მომხმარებლის ქცევისა და მარკეტინგულ სტიმულებზე მომხმარებელთა რეაგირების შესწავლა.