აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტმა ახალი სასწავლო წლის დაწყების აღსანიშნავად ტურისტულ კომპანია TravelStudio-სთან ერთად სტუდენტებს დაუვიწყარი ტური მოუწყო. მათ თბილისიდან 80 კმ-ის მანძილზე მდებარე ციხე-ქალაქი სამშვილდე მოინახულეს, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე შემორჩენილ ისტორიულ ძეგლთაგან უდიდესია. თავისი განსაკუთრებული ინფრასტრუქტურისა და არქიტექტურული უნიკალობის გარდა, სამშვილდე სულ სხვა ისტორიებით იზიდავს ადამიანებს- დამთვალიერებელს აქ უცნაური განწყობები, შეგრძნებები და ემოციები ეუფლება, ეს ხომ თორმეტივე ზოდიაქოს ქალაქია, რომელიც ადამიანებმა ერთ მშვენიერ დღეს სრულიად მიატოვეს.
ისტორიული ადგილების მონახულების პარალელურად ტურში სტუდენტები რამდენიმე ჯგუფად დაიყვნენ და გასართობ, შემეცნებით და სახალისო თამაშებში მიიღეს მონაწილეობა. გამარჯვებული გუნდის წევრებმა სპეციალური პრიზები დაიმსახურეს.