აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში დღეს ფსიქოლოგ ლიზა სოლოღაშვილის საჯარო ლექცია თემაზე – ‘’სოციალური პასუხისმგებლობა’’ გაიმართა. ლიზა სოლოღაშვილმა საზოგადოებაში არსებულ სოციალურ დილემასა და სოციალური პასუხისმგებლობის გაცნობიერებაზე ისაუბრა. შეხვედრა ინტერაქტივის რეჟიმში მიმდინარეობდა. ლექციის ფარგლებში EEU-ს სტუდენტები სახალისო თამაშში ჩაერთნენ და სხვადასხვა დავალება შეასრულეს.
შეხვედრამ აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტების დიდი მოწონება დაიმსახურა.