საერთაშორისო ურთიერთობების ბაკალავრი
ქეთევან ონიანი 2015-2019 წლებში სწავლობდა აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში, საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამაზე. უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში ქეთევანი აქტიურად იღებდა მონაწილეობას ახალგაზრდულ პროექტებში.
ქეთევან ონიანი სწავლის პერიოდში აქტიურად იყო ჩართული საუნივერსიტეტო სტუდენტურ ცხოვრებაში და მონაწილეობდა კონფერენციებში, ტრენინგებსა და პროექტებში. ქეთევანი არის სხვადასხვა ახალგაზრდული პროექტისა და კონფერენციის ორგანიზატორი. ქეთევანს სწავლის პერიოდში სტაჟირება აქვს გავლილი საქართველოს პარლამენტში და თბილისის მერიაში. მას პრაქტიკა აქვს გავლილი ჰააგის პარლამენტში.
ქეთევან ონიანი 2014 წლიდან არის არასამთავრობო ორგანიზაციის „საქართველოს ახალგაზრდა პოლიტიკოსები“ დამფუძნებელი, დირექტორი.