საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ ინიცირებულ მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი 2019-ის ფარგლებში აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ორგანიზებით 27 სექტემბერს აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა ღია კარის დღე აბიტურიენტებისთვის.
სტუმრებს საშუალება ჰქონდათ მიეღოთ დეტალური ინფორმაცია უნივერსიტეტის აკადემიური და გაცვლითი საერთაშორისო პროგრამების, საუნივერსიტეტო სტიპენდიების, შეთავაზებებისა და უპირატესობების თაობაზე. სტუმრები ასევე გაეცნენ უნივერსიტეტის გარემოს.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო სხვადასხვა საინტერესო პრაქტიკული და ინტერაქტიული აქტივობები, მათ შორის:
- იმიტირებული სასამართლო პროცესი;
- კლინიკური პროცედურების დემონსტრირება, ვირტუალური ლაბორატორიის ჩვენება;
- ფსიქოლოგიის ცენტრის ჩვენება;
- როლური თამაში – „პატიმრის დილემა“ – შეიარაღების კონტროლის მაგალითზე.