დღეს, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში, ცესკოს სემინარი თემაზე: “ინფორმირებული ახალგაზრდა ამომრჩეველი” გაიმართა. პროექტს, „არჩევნები და არჩევნებში მონაწილეობის მნიშვნელობა“, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია და საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი ახორციელებს.
საჯარო ლექციის მიზანი ახალგაზრდა ამომრჩეველთა სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა და ახალგაზრდების იმ ნაწილის გააქტიურებაა, რომლებიც არჩევნებში პირველად იღებენ მონაწილეობას.
სემინარის ფარგლებში აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტებმა სახალისო დავალებები შეასრულეს. ლექცია კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
ღონისძიებას ცესკოს სწავლების ცენტრის ტრენერი ფიქრია ნიკოლეიშვილი უძღვებოდა.
შეხვედრაზე დამსწრე ყველა სტუდენტს მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი გადაეცა.