აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სამეცნიერო დეპარტამენტი ამზადებს 2018 წლის სამეცნიერო შრომების კრებულს. აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის თანამშრომლების გარდა დასაშვებია საქართველოში არსებული სხვა უმაღლესი სასწავლებლების პროფესორ–მასწავლებელთა, მკვლევართა და სადოქტორო პროგრამის სტუდენტთა მაღალი სამეცნიერო ღირებულების მქონე ნაშრომების გამოქვეყნება.
წარმოდგენილი ნაშრომები გამოქვეყნდება რეცენზენტის დასკვნის საფუძველზე.
სამეცნიერო ნაშრომისა და ანოტაციის (ქართულ და ინგლისურ ენებზე შესრულებული) მიღების ბოლო ვადაა 26 ნოემბერი, 2018 წელი. წარმოსადგენი დოკუმენტაცია უნდა გაიგზავნოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Sciencepapers@eeu.edu.ge
მოთხოვნები სამეცნიერო ნაშრომის გასაფორმებლად იხილეთ თანდართული ფაილის სახით.
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ EEU–ს სამეცნიერო დეპარტამენტის კოორდინატორს, თათია ღერკენაშვილს ელექტორნულ მისამართზე: tgherkenashvili@eeu.edu.ge; მობ: 598 10 57 29