2025 წლის 4 ივლისს რუსთავის №5 ქალთა კოლონიას აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, სამართლის დოქტორი დავით წულაია ესტუმრა, რომელმაც მსჯავრდებულ ქალებს საკუთარი წიგნი: „ზოგიერთი კრიმინოლოგიური ქრისტიანული მართლმადიდებლური მოძღვრების მიხედვით“ გააცნო.
წიგნი მოიცავს ისეთ ფუნდამენტურ საკითხებს, როგორიცაა: დანაშაულებრივი ქცევის მიზეზები, მისი ფსიქო-სოციალური მდგომარეობა, რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია და განმეორებითი დანაშაულის პრევენცია.
წიგნის პრეზენტაცია გაიმართა საქართველოს საპატრიარქოს მსჯავრდებულებთან ურთიერთობის დეპარტამენტისა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის ორგანიზებით.


